საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია -მსოფლიო ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში: შედეგები და გამოწვევები

    2023 წლის 6 თებერვალს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია:

     

    მსოფლიო ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში: შედეგები და გამოწვევები

     

    კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი და თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი ღვედაშვილი.

     

    კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პროფესორებმა და დოქტორანტებმა. კონფერენციაში სამეცნიერო მუშაობა წარიმართა 7 სექციაში:

     

    სექცია 1 – თეორიული ეკონომიკა, მიკროეკონომიკა ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომეტრიკა - პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი

    სექცია 2 – საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია - აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

    სექცია 3 – მაკროეკონომიკა - პროფესორი მირიან ტუხაშვილი

    სექცია 4 – ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა - პროფესორი სიმონ გელაშვილი

    სექცია 5 – მარკეტინგი, მენეჯმენტი გლობალურ გარემოში, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, ფინანსები და საბანკო საქმე  - პროფესორი ნუგზარ თოდუა

    სექცია 6 – საერთაშორისო ბიზნესი - პროფესორი თემურ შენგელია

    სექცია 7 – აღრიცხვა, აუდიტი, ანალიზი - პროფესორი ლევან საბაური

     

    იხილეთ კონფერენციის პროგრამა:

     

    თარიღი: 06/02/2023